ინდოეთში, ჰიმალაის მთებში, მყინვარის ნაწილის მოწყვეტის შედეგად დაღუპული 14 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს

მაშველებმა ინდოეთში, ჰიმალაის მთებში მყინვარის ნაწილის მოწყვეტის შედეგად დაღუპული 14 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას „ალ-ჯაზირა“ უტარაკჰანდის შტატის გუბერნატორზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც გუბერნატორი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, ამ დროისთვის მაშველებმა 15 ადამიანის გადარჩენა შეძლეს, 145 კი ჯერჯერობით დაკარგულად ითვლება.

შეგახსენებთ, გუშინ ინდოეთში, ჰიმალაის მთებში მყინვარის ნაწილის მოწყვეტის შემდეგ წყლის მოვარდნის შედეგად 150 ადამიანი დაიკარგა. დაკარგულთა უმეტესობა, სავარაუდოდ, სტიქიის ზონაში მდებარე ჰიდროელექტროსადგურების მუშები არიან.

ხელისუფლებამ სამძებრო-სამაშველო სამუშაოებისთვის რეგიონში ასობით ჯარისკაცი და სამხედრო ვერტმფრენი გააგზავნა.

მომხდარს გამოეხმაურა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი, რომელმაც აღნიშნა, რომ ყურადღებით აკვირდება სიტუაციას.

იხილეთ ვიდეო:ინდოეთში, ჰიმალაის მყინვარის ნაწილის ჩამოშლის შედეგად დაღუპული 14 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო