უნგრეთი, რომელმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა დაამტკიცა, პირველ 40 000 დოზას ხვალ მიიღებს

უნგრეთი, რომელმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა Sputnik V-ი დაამტკიცა, პირველ 40 000 დოზას სამშაბათს მიიღებს, რაც 20 000 ადამიანის ვაქცინაციისთვისაა საკმარისი, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ განაცხადა.

მისი თქმით, გასულ თვეს რუსეთთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ქვეყანაში, მომავალი სამი თვის განმავლობაში, ვაქცინის 2 მილიონი დოზა შევა, რაც 1 მილიონი ადამიანის ასაცრელად იქნება საკმარისი.

შეგახსენებთ, უნგრეთის მედიკამენტების მარეგულირებელმა ორგანომ ჩინური კომპანია Sinopharm-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გადაუდებელი გამოყენების ნებართვაც გასცა. ამასთან, უნგრეთმა უკვე დაამტკიცა Pfizer-BioNTech-ის, Moderna- სა და AstraZeneca-ს ვაქცინები.

იხილეთ ვიდეო:უნგრეთი, რომელმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა დაამტკიცა, პირველ 40 000 დოზას მიიღებს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა