მიანმარის პოლიციამ მომიტინგეების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა

მიანმარში სამხედრო გადატრიალების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციების დასაშლელად პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა.

Reuters-ის ინფორმაციით, პოლიციამ წყლის ჭავლი მიანმარის დედაქალაქ ნაიფიიდოში გამოიყენა, სადაც ათასობით ადამიანი შეიკრიბა. ჯერჯერობით, არ ვრცელდება ინფორმაცია, არიან თუ არა დაშავებულები.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქ იანგონში სტუდენტებისა და სხვადასხვა დაწესებულების მუშების აქციებს ბერები და ექთნებიც შეუერთდნენ.

ათასობით ადამიანმა მოაწყო საპროტესტო მსვლელობა ზღვისპირა ქალაქ დავეისა და კაჩინის შტატის დედაქალაქშიც, სადაც მიმიტინგეები შავ სამოსში იყვნენ გამოწყობილები.

მიანმარში სამხედრო გადატრიალება რამდენიმე დღის წინ მოხდა. არმიამ, რომელიც გასული წლის ნოემბერში ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, ქვეყნის არჩეული ლიდერი აუ სან სუ ჩი და ასობით კანონმდებელი დააკავა და ერთწლიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

იხილეთ ვიდეო:მიანმარის პოლიციამ მომიტინგეების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა