“ლილო მოლის” დირექტორის განცხადებით, დამწვარი მაღაზიები დაზღვეულია და მოვაჭრეებს ზარალი აუნაზღაურდებათ

“ლილო მოლის” დირექტორის, გიორგი კვარაცხელიას განცხადებით, დამწვარი მაღაზიები დაზღვეულია და მოვაჭრეებს ზარალი აუნაზღაურდებათ.

რაც შეეხება ხანძრის გამომწვევ მიზეზებს, გიორგი კვარაცხელია, ზუსტ მიზეზებზე ვერ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ ცეცხლის გაჩენა, შესაძლოა, დენის სადენებს უკავშირდებოდეს.

“ხელშეკრულების შესაბამისად ანაზღაურდება. მინიმალურზე ყველა დაზღვეულია, რაც სახელმწიფოს მხრიდან არის. რაც შეეხება დანარჩენს, ყველა თვითონ საზღვრავს და იმის მიხედვით.

გუშინ ყველა მოსული იყო. ასუფთავებდნენ. ალბათ, დარჩა რამე ჩართული. გუშინ პირველად ჩავრთეთ დენი მთელ ბაზრობაზე, გაიტესტა, საღამოს გამოვრთეთ და დილით ისე ჩავრთეთ”,- განაცხადა კვარაცხელიამ.

ცნობისთვის, ლილოს ბაზრობაზე ხანძარი დაახლოებით დილის 9 საათზე გაჩნდა. დაიწვა 60 კვადრატული მეტრი ფართობის ტერიტორია. ზარალის ზუსტი ოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

იხილეთ ვიდეო:"ლილო მოლის" დირექტორის განცხადებით, დამწვარი მაღაზიები დაზღვეულია და მოვაჭრეებს ზარალი აუნაზღაურდებათ

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა