რუსეთში კორონავირუსის 15 916 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 407 ადამიანი გარდაიცვალა

რუსეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კოვიდ-19-ის 15 916 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 3 983 197-ს მიაღწია, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ეს პირველი შემთხვევაა 22 ოქტომბრის შემდეგ, როდესაც ინფიცირების 1 დღეში გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა 16 000-ზე ნაკლებია.

ამასთან, რუსეთში ვირუსით კიდევ 407 პაციენტი დაიღუპა და გარდაცვლილთა რიცხვი 77 068-მდე გაიზარდა.

რუსეთში, საერთო ჯამში, კოვიდ 19-სგან 3 472 091 ადამიანი გამოჯანმრთელდა. კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობით რუსეთი აშშ-ს, ინდოეთისა და ბრაზილიის შემდეგ მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში.

იხილეთ ვიდეო:რუსეთში კორონავირუსის 15 916 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 407 ადამიანი გარდაიცვალა

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს