ყარაბაღის ტერიტორიაზე კიდევ ორი სამხედროს ცხედარი იპოვეს

ყარაბაღის ტერიტორიაზე კიდევ ორი სამხედრო მოსამსახურის ცხედარი აღმოაჩინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ცხედრების იდენტიფიცირების მიზნით ექსპერტიზა ჩატარდება.

ბოლო მონაცემებით, მთიანი ყარაბაღის საბრძოლო ზონაში 1 357 ცხედარია აღმოჩენილი.

შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები გასული წლის 27 სექტემბერს დაიწყო და 9 ნოემბერს, რუსეთის შუამდგომლობით გაფორმებული სამმხრივი შეთანხმებით დასრულდა, რომელსაც ხელი აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტებმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა მოაწერეს. დოკუმენტი, სხვა პირობებთან ერთად, კონფლიქტის მხარეებს შორის დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების გაცვლასაც ითვალისწინებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა