ვლადიმერ ზელენსკის თქმით, უკრაინა, 2022 წლის დასაწყისამდე, მოსახლეობის ნახევრის ვაქცინაციას გეგმავს

უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის განცხადებით, ქვეყანა 2021 წლის განმავლობასა და 2022 წლის დასაწყისში მოსახლეობის ნახევრის ვაქცინაციას გეგმავს

პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, კოვიდ 19-თან ბრძოლაში პრიორიტეტი ვაქცინაციას და მის გეგმას ენიჭება.

„მისი მთავარი ამოცანაა, 2021 წლის განმავლობასა და 2022 წლის დასაწყისში უკრაინის მოსახლეობის ნახევარი დაფაროს,“- აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, 2020 წლის 30 დეკემბერს უკრაინამ ხელი მოაწერა კონტრაქტს, რომელიც ჩინური კომპანია Sinovac-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 1.9 მილიონი დოზის მიღებას ითვალისწინებს,

ამასთან, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, უკრაინა COVAX-ის სქემის ფარგლებში Pfizer/BionTech-ის ვაქცინას მიიღებს და 117 000 დოზის მიწოდებაზე დასტური უკვე არსებობს. თებერვლის შუა რიცხვებიდან 2021 წლის მეორე კვარტლის ბოლომდე კი ქვეყანაში AstraZeneca-ს ვაქცინის 2.2 -3.7 მილიონ დოზას შეიტანენ. 5 თებერვალს ჯანდაცვის მინისტრმა მაქსიმ სტეპანოვმა განაცხადა, რომ უკრაინამ მიიღო თანხმობა AstraZeneca და Novavax– ის მიერ წარმოებული ვაქცინების 12 მილიონი დოზის მიწოდების შესახებ.

იხილეთ ვიდეო:ვლადიმერ ზელენსკის თქმით, უკრაინა, 2022 წლის დასაწყისამდე, მოსახლეობის ნახევრის ვაქცინაციას გეგმავს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო