შალვა პაპუაშვილი - ცესკო-ს თავმჯდომარე გარკვეული ვადითაა არჩეული, ამიტომ ეს არ არის მემორანდუმის განხილვის საკითხი - მთავარი მოთხოვნა არ შეიძლება იყოს პიროვნებები

ცესკო-ს თავმჯდომარე არის გარკვეული ვადით არჩეული, ამიტომ ეს არ არის მემორანდუმის განხილვის საკითხი. მთავარი მოთხოვნა არ შეიძლება იყოს პიროვნებები, მთავარი მოთხოვნა შეეხება პროცედურებსა და სისტემებს, - ამის შესახებ საარჩევნო რეფორმებზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი განმარტებით, პერსონალიები პარტია „მოქალაქეებისა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის შეთანხმებული მემორანდუმის ნაწილი არ არის. ამასთანავე, როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში გამოჩნდა, რომ ცესკო-ს მისამართით არსებული პრეტენზიები, მათ შორის, ოქმებთან დაკავშირებით, აღმოჩნდა ტყუილი, აქედან გამომდინარე, მისი თქმით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის საკითხზე საუბარი არ არის.

„მთავარი მოთხოვნა შეეხება პროცედურებსა და სისტემებს და ამაზე უნდა ვკონცენტრირდეთ და სწორედ ამაზე იყო კონცენტრირებული, მათ შორის, მოლაპარაკების პროცესი და სწორედ ამიტომაც პიროვნებები და პიროვნული საკითხები, პერსონალიები არ არის მემორანდუმის ნაწილი. რაც შეეხება პროცედურებსა და დაკომპლექტების წესს, იცით, რომ მემორანდუმი ითვალისწინებს გარკვეულ ცვლილებებს იმ კუთხით, რომ მოხდეს სრულად პროფესიული ნიშნით დაკომპლექტება.

რაც შეეხება ცესკო-ს თავმჯდომარეს, ერთი რამ ჩვენ დავინახეთ ამ სამი თვის განმავლობაში, ყველა ის პრეტენზია, რაც წაყენებული იყო ცესკო-ს მიმართ, კერძოდ შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებით, მონაცემებთან დაკავშირებით და სხვაობა პარალელურ დათვლებთან, ხომ ვნახეთ, საბოლოო ჯამში, რომ ეს ყველაფერი აღმოჩნდა ტყუილი. ასე რომ, ამ კუთხით მე დიდ პრობლემას ვერ ვხედავ,“- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა