ვახუშტი მენაბდის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაცია ისე უნდა დაკომპლექტდეს, რომ ყველა წევრს ჰქონდეს როგორც მმართველი გუნდის, ისე ოპოზიციის მხარდაჭერა

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტის ვახუშტი მენაბდის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაცია ისე უნდა დაკომპლექტდეს, რომ ყველა წევრს ჰქონდეს როგორც მმართველი გუნდის, ისე ოპოზიციის მხარდაჭერა. როგორც მენაბდემ ჟურნალისტებს განუცხადა, ადმინისტრაციის მოქმედი თანამშრომელი, მათ შორის თავმჯდომარე, თუ ამ კრიტერიუმს დააკმაყოფილებს, უნდა დარჩეს, ხოლო ვინც ამ პროცედურას ვერ გაივლის, ხელახალი კონკურსით შეიცვალოს.

„კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე ან ამჟამინდელი შემადგენლობისთვის უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტაზე დღეს საუბარი არ ყოფილა. თუმცა, როდესაც ვამბობთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია პროფესიულად უნდა დაკომპლექტდეს, ეს ნიშნავს იმას, რომ არა მხოლოდ პარტიული წევრები არ უნდა იყვნენ, ყოველ შემთხვევაში ხმის უფლებით, არამედ ნიშნავს იმას, რომ ახალ წევრებს უნდა ჰქონდეს როგორ უმრავლესობის, ისე ოპოზიციის მხარდაჭერა იმისთვის, რომ ნდობა ამაღლდეს. მოქმედ წევრებს ასეთი მხარადაჭერა არ აქვთ. ყველა მოქმედმა წევრმა უნდა გაიაროს ახალი პროცედურა. ვინც ამ ახალი პროცედურით შეძლებს, უმრავლესობის და ოპოზიციის ნდობის მოპოვებას, დარჩება, ვინც ვერ შეძლებს, იმათ ადგილზე გამოცხადდება ხელახალი კონკურსი. თუ ვერცერთი შეძლებს, ყველას პარლამენტი ხელახლა დააკმაყოფილებს. ეს იქნება სამართლიანი პროცედურა. თავმჯდომარეზე ზედმეტ აქცენტს ვაკეთებთ. ის არის კოლეგიური ორგანოს თავმჯდომარე. ცხადია, არსებით გადაწყვეტილებებს დამოუკდიებლად ვერ მიიღებს და ვერც დამოუკიდებლად იქნება პასუხისმგებელი. ასე რომ, რაც შეეხება კოლეგიურ ორგანოს, ის შეეხება მის კონკრეტულ წევრებსაც. არ აქვს მნიშვნელობა ეს თავმჯდომარე იქნება, თუ რიგითი წევრი“,- განაცხადა მენაბდემ.

რაც შეეხება საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმირებასთან დაკავშირებით „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ რეკომენდაციებს, მენაბდე ამბობს, რომ სამ საკითხზე პრინციპული დამოკიდებულება აქვთ.

„ჩვენ რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით გვაქვს პრინციპული დამოკიდებულება. პირველ რიგში, ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია საარჩევნო ადმინისტრაციის სრულად პროფესიული დაკომპლექტება და მათი შემცირება. აქ ბევრი თანმხვედრი მოსაზრება არსებობს, თუმცა განსხვავებული ხედვებიც არსებობს. მეორე საკითხი უკავშირდება ადგილობრივ დონეზე საარჩევნო სისტემას. ჩვენ მომხრე ვართ უფრო მეტი პროპორციული სისტემის შემოტანის. იმისთვის, რომ მოქალაქეებს საბოლოოდ სამართლიანი წარმომადაგენლები ჰყავდეთ, ეს საკითხი ყველაზე უფრო დიდ დისკუსიას გამოიწვევს. მესამე საკითხი უკავშირდება თემას, რომელიც ნების კონტროლთანაა დაკავშირებული - პერიმეტრი, სიჩუმის დღე და ა.შ. აქაც ვფიქრობ, რთული არ იქნება შეთანხმება მიუხედავად გარკვეული სკეპტიციზმისა ამა თუ იმ წარმომადგენელის მხრიდან“,- განაცხადა მენაბდემ.

ცნობისთვის, დღეს პარლამენტში საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებულმა სამუშაო ჯგუფმა დაიწყო მუშაობა. მმართველმა გუნდმა სამუშაო ჯგუფის შექმნის ინიციატივა, რომელმაც საარჩევნო რეფორმაზე უნდა იმუშაოს, წინა კვირას დაანონსა.

შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტს 2021 წლის 1-ელ მარტამდე წარედგინება, ხოლო კანონპროექტი მიღებული იქნება არაუგვიანეს 2021 წლია 1-ელი მაისისა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა