საფრანგეთის სკოლებში მოსწავლეები და მასწავლებლები მხოლოდ პირველი კატეგორიის პირბადეებით დაიშვებიან

საფრანგეთის სკოლებში დღეიდან ყველა თანამშრომელი და მოსწავლე ვალდებულია, მხოლოდ პირველი კატეგორიის პირბადე ატაროს, - ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

ეს იმას ნიშნავს, რომ სკოლებში შინდამზადებული პირბადის გამოყენება დასაშვები აღარაა. ამასთან, საკლასო ოთახებში ფანჯრები ყოველ საათში ერთხელ რამდენიმე წუთით უნდა გაიღოს, ხოლო სკოლის სასადილოებში შესულმა მოსწავლეებმა და მოსწავლეებმა მინიმუმ 2-მეტრიანი დისტანცია უნდა დაიცვან.

საფრანგეთის ჯანდაცვის ორგანოებმა ხელისუფლებას კორონავირუსის ახალი ვარიანტების გავრცელების პრევენციის მიზნით ზომების გამკაცრებისკენ მოუწოდეს, რომლის თანახმადაც, ყველას, ვისაც PCR ან ანტიგენზე დაფუძნებული ტესტის ჩატარების შემდეგ ვირუსი დაუდასტურდება, 36 საათის განმავლობაში მეორე ტესტიც უნდა ჩაუტარდეს იმის დასადგენად, არის თუ არა ესა თუ ის პირი კორონავირუსის ახალი, უფრო გადამდები სახეობით ინფიცირებული. ადამიანები, რომლებსაც კორონავირუსის „სამხრეთ აფრიკული“ ან „ბრაზილიური“ ვარიანტი დაუდასტურდებათ, ვალდებულები იქნებიან, არა 7 არამედ 10 დღით გადავიდნენ თვითიზოლაციაში.

იმ შემთხვევაში კი, თუკი კოვიდ 19-ის აღნიშნული ვარიანტებიდან რომელიმე სკოლის მოსწავლეს დაუდასტურდება, მისი კლასი ავტომატურად დაიხურება და კლასის ყველა მოსწავლესა და მასწავლებელს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო