ბენიამინ ნეთანიაჰუ კორუფციასთან დაკავშირებულ ბრალდებებს არ აღიარებს

ისრაელის პრემიერ - მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ იერუსალიმის სასამართლოს განუცხადა, რომ ის წაყენებულ ბრალდებებს არ აღიარებს.

მედიის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის სასამართლო პროცესი დღეს განახლდა და ნეთანიაჰუ მეორედ წარდგა სასამართლოს წინაშე მას შემდეგ, რაც მაისში მის წინააღმდეგ კორუფციის საქმეზე სასამართლო პროცესი ოფიციალურად დაიწყო.

პროცესის პარალელურად სასამართლოს შენობის გარეთ ნეთანიაჰუს მოწინააღმდეგეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათ ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერებით „კრიმინალ-მინისტრი“.

სასამართლოსთან პრემიერ-მინისტრის მხარდამჭერებიც შეიკრიბნენ ბანერით : „ნეთანიაჰუ, თქვენ მარტო არასდროს იქნებით.“

ბენიამინ ნეთანიაჰუს ბრალი სამ სხვადასხვა საქმეში ედება, მათ შორის არის მექრთამეობა, ნდობის ბოროტად გამოყენება და თაღლითობა. პრემიერი ყველა ბრალდებას უარყოფს.

იხილეთ ვიდეო:ბენიამინ ნეთანიაჰუ კორუფციასთან დაკავშირებულ ბრალდებებს არ აღიარებს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა