არჩილ თალაკვაძე - საგამოძიებო კომისიის საქმიანობის დაწყებამდე პერიოდი უნდა გამოვიყენოთ ოპოზიციასთან კონსულტაციებისთვის - თუ უარს იტყვიან, ჩაითვლება, რომ მათი ბრალდება გაყალბებაზე აღარ არსებობს

საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის საქმიანობის დაწყებამდე პერიოდი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ოპოზიციასთან კონსულტაციებისთვის, რათა უზრუნველყოფილი იყოს კომისიაში ოპოზიციის მაქსიმალური მონაწილეობა, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ გააკეთა.

თალაკვაძემ ბიუროს სხდომიდან ოპოზიციას მიმართა, პასუხისმგებლობა აიღონ, კომისიის საქმიანობაში ჩაერთონ და 31 ოქტომბრის არჩევნების მიმართ საკუთარი ბრალდებები ფაქტებით დაადასტურონ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, როგორც თალაკვაძემ განაცხადა, როგორც კი საგამოძიებო კომისიის საქმიანობა დასრულდება, მმართველი გუნდი ჩათვლის, რომ ბრალდებები არჩევნების მიმართ აღარ არსებობს.

“ჩვენი პირობა იყო, რომ საგაზაფხულო სესიაზე აუცილებლად შევქმნიდით საგამოძიებო კომისიას, რომელიც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს შეისწავლიდა. მაშინაც მიგვაჩნდა და დღესაც დარწმუნებული ვართ, რომ რადიკალური ოპოზიციის ბრალდებები არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით არის უსაფუძვლო. დღეს ჩვენ პრინციპულად მზად ვართ და გაგვაჩნია პოლიტიკური ნება, რომ საკითხი ოპოზიციასთან ერთად შევისწავლოთ, მათი პრეტენზიები საგამოძიებო კომისიის ფორმატში გამოვიკვლიოთ და მიუკერძოებელი დასკვნა დავდოთ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ბიუროს გადაწყვეტილებით, პარლამენტის დადგენილების პროექტი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში აისახა.

იხილეთ ვიდეო:თალაკვაძე ოპოზიციას მიმართავს, საგამოძიებო კომისიის საქმიანობაში ჩაერთონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩაითვლება, რომ ბრალდებები არჩევნების მიმართ აღარ არსებობს

კორნელი კაკაჩია - ხელისუფლებამ უნდა შეძლოს ქვეყნის გადაყვანა დაპირისპირების რელსებიდან კონსტრუქციულობის ფორმატში, თუმცა ამის რესურსს მმართველ გუნდში ვერ ვხედავ
დიმიტრი შველიძე - რუსული ოკუპაციის 100 წლისთავზე მთავარია გვახსოვდეს - ყოფილი მეტროპოლია ფარული ჩარევით, მშვიდად უყურებს საქართველოში პოლიტიკური ბანაკების გაუთავებელ ომს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2021
ახალი სენსორული POS სავაჭრო ობიექტებისთვის
რას წარმოადგენს Samsung-ის ოფიციალური ჰოლოგრამა?
სითი თაუერი – შენი წარმატების წერტილი ბიზნესში! (R)
კომპანია "სილქნეტი" განცხადებას ავრცელებს
როგორ შეუძლიათ ბიზნესებს თანამშრომელთა სამუშაო საათები ავტომატურად აღრიცხონ?
ბაკურიანის მსოფლიო თასის ეტაპებისთვის რეგისტრაცია დასრულებულია
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან არსებულმა დაზარალებულთა ნდობის ფონდმა საქართველოსთვის დახმარების პროგრამა დაამტკიცა
ლაბორატორია „მეგალაბში“ კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამის დადგენაა შესაძლებელი