სოსო არჩვაძე - ქართულმა სტატისტიკამ ისტორიულ წარმატებას მიაღწია

ექსპერტი სოსო არჩვაძე ორგანიზაცია "Open Data Watch"-ის მიერ საქართველოს სტატისტიკის სისტემის ევროპის საუკეთესო ოცეულში დასახელებას ეხმაურება და აცხადებს, რომ აღნიშნულ წარმატებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის სტატისტიკის სამსახურის ამჟამინდელ ხელმძღვანელობას და მის მაღალპროფესიონალ კოლექტივს.

„ქართულმა სტატისტიკამ ისტორიულ წარმატებას მიაღწია - ორგანიზაცია "Open Data Watch"-ის შეფასებით, ჩვენი ქვეყნის სტატისტიკური სისტემა დასახელებულია ევროპის საუკეთესო ოცეულში! საქართველომ მსოფლიოში 187 ქვეყნიდან 31-ე ადგილი დაიკავა, რაც 8 პოზიციით უკეთესია წინა შეფასებასთან შედარებით და ამ ინდიკატორით იგი უსწრებს ევროკავშირის 12 ქვეყანას (იტალია, საფრანგეთი, ბელგია, პორტუგალია, რუმინეთი, უნგრეთი, ლუქსემბურგი, ხორვატია, კვიპროსი, საბერძნეთი, ლატვია, მალტა). სიამაყის საგანს წარმოადგენს ისიც, რომ ამ მაჩვენებლით საქართველო რეგიონში პირველ ადგილზეა!“- წერს არჩვაძე სოციალურ ქსელში.

ექსპერტის თქმით, საქართველოს სტატისტიკის სისტემისთვის ეს უაღრესად სასიამოვნო და დამსახურებული აღიარებაა იმ თანმიმდევრული და კომპლექსური ღონისძიებებისა, რასაც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ახორციელებს მრავალი წლის მანძილზე. მისივე შეფასებით, რა თქმა უნდა, აღნიშნულ წარმატებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის სტატისტიკის სამსახურის ამჟამინდელ ხელმძღვანელობას და მის მაღალპროფესიონალ კოლექტივს. ამასთან, ეს დამსახურებული აღიარება ეკუთვნის აგრეთვე სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინა თაობების წარმომადგენლებსაც, რომლებმაც სერიოზული ორგანიზაციული და მეთოდოლოგიური საფუძველი მოამზადეს ქვეყნის სტატისტიკური უწყების ამჟამინდელი საერთაშორისო აღიარებისა და დაფასებისთვის.

„საიდუმლოებას არ წარმოადგენს, რომ ნებისმიერი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღებისა და შემდგომ მათი რეალიზაციის ეფექტიანობა დიდწილად დამოკიდებულია პირველადი სტატისტიკური ინფორმაციის ხარისხზე, მის ობიექტურობასა და უტყუარობაზე. ამ ასპექტით სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს თავისი თვალსაჩინო წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში“, - აღნიშნავს სოსო არჩვაძე.

აღნიშნულ ინფორმაციას „საქსტატი“ ავრცელებს.

კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირის მედიაცია გახდა ინსტრუმენტი, რომელიც არ არის ერთჯერადი, სანამ კრიზისი არ მოგვარდება, ევროკავშირი ამ პროცესში ჩართული იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 01.03.2021
ქართული კონსტიტუციის 100 წლისთავთან დაკავშირებით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი სამეცნიერო კრებულს ამზადებს
ევროპის გუნდი: ლიბერთი ბანკისთვის უზრუნველყოფილი დამატებითი დახმარებით, COVID-19-ის კრიზისის დასაძლევად  ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა ახალ ეტაპზე გადადის
"მაგნიტის" ყოველდღიური 20%-იანი აქცია უფრო მრავალფეროვანი ხდება
სამომხმარებლო სესხი 3-თვიანი სრული საშეღავათო პერიოდით - ტერაბანკის ახალი აქცია
ბაკურიანში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით მსოფლიო თასის ეტაპი სკი კროსში დასრულდა