Bloomberg - მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 131 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა

გამოცემა Bloomberg-ის ბოლო მონაცემების მიხედვით, ამ დროისთვის მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 131 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა.

მათ შორის, აშშ-ში 42 მილიონამდე ადამიანი აიცრა, რაც ყოველ 100 სულ მოსახლეზე 12.7 დოზას შეადგენს. აშშ-ს ჩინეთი მოჰყვება 31.2 მილიონზე მეტი ვაქცინირებული პაციენტით, რაც, ყოველ 100 მოქალაქეზე 2.23-ის ვაქცინაციას ნიშნავს.

ევროკავშირში კი, საერთო ჯამში ვაქცინაცია 16.7 მილიონ ადამიანს ჩაუტარდა. გამოცემის ცნობით, მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად საშუალოდ 4.69 მილიონ ადამიანს უტარდება. ყველაზე სწრაფი ტემპით მოსახლეობის ვაქცინაცია ისრაელში მიმდინარეობს, სადაც უკვე 5.5 მილიონი ადამიანი აიცრა, რაც მთლიანი მოსახლეობის 61.2%-ს შეადგენს. ისრაელის გარდა, ვაქცინაცია სწრაფი ტემპით არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და გაერთიანებულ სამეფოში მიმდინარეობს, სადაც შესაბამისად, მოსახლეობის 40.1% და 18.7%-ს ვაქცინაცია უკვე ჩაუტარდა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს