გია ვოლსკი თეა წულუკიანზე - სპეკულაციები, თითქოს პოლიტიკური ნიშანი ექნება მის მმართველობას უსაფუძვლო და ყურით მოთრეულია

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე- სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, კულტურის მინისტრის თანამდებობაზე თეა წულუკიანის დანიშვნას მხარს დაუჭერს.

მისი თქმით, ამ პოსტზე განათლების კომიტეტის თავმჯდომარის დანიშვნაზე საუბარი არის.

"კი, არის საუბარი, მე მხარს დავუჭერ. თეა წულუკიანი შესანიშნავი მინისტრი იქნება. იყო გარკვეული განცხადებები, რომ კულტურის სფეროში ადამიანის თავისუფალ სიტყვას ჩაახშობს. პირიქით, თუ სადმე თავისუფალი სიტყვა უნდა ითქვას, როგორი პოლიტიკური გემოვნებისაც არ უნდა იყოს კულტურის მუშაკი,ის უნდა იყოს უზრუნველყოფილი, რადგანაც მატარებელია იმ დიდი ძალის, რასაც საქართველოს განსხვავებულობა ჰქვია თავისი კულტურული მემკვიდრეობით და კულტურული სიმდიდრით. ასე, რომ ამ შემთხვევაში ,პოლიტიკურ გემოვნებას მნიშვნელობა არ აქვს და სპეკულაციები, თითქოს რაღაც პოლიტიკური ნიშანი ექნება მის მმართველობას უსაფუძვლო და ყურით მოთრეულია", - განაცხადა ვოლსკიმ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა