ლევან კობერიძე - „ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეძლეს, რომ არამარტო „ლელო“, არამედ სხვა პარტიებიც მოექციათ თავიანთი თამაშის წესების ქვეშ

„ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ამ ორმა საკმაოდ გამოცდილმა და ერთმანეთში ორპოლუსიანობის კარგი თამაშის მცოდნეებმა, შეძლეს სამწუხაროდ, რომ არამარტო „ლელო“, არამედ სხვა პარტიებიც მოექციათ თავიანთი თამაშის წესების ქვეშ - თამაშის წესის ფორმულირება ვერ შეძლო სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა, მათ შორის „ლელომაც“, არადა ამის ძალიან კარგი შანსი იყო , - ამის შესახებ პოლიტიკოსმა ლევან კობერიძემ რადიო „პალიტრას“ ეთერში, „შუადღის სტუდია“-ში განაცხადა.

მისივე თქმით, არჩევნების შემდეგ „ლელოს“ ამომრჩეველთა ნაწილი უკმაყოფილოა იმ ნაბიჯებით, რომლებსაც ახლა დგამს პარტია.

„გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა გვქონდა პარტიის პოზიციონირებასთან და პოლიტიკურ ნაბიჯებთან დაკავშირებით. იმასთან დაკავშირებით თუ არის ამოცანა - „ოცნების“ ხელისუფლების შეცვლა ოღონდ იმ ფორმულით, რომ არ მოხდეს „ნაციონალურ მოძრაობის“ ხელისუფლებაში მოძრაობა და გაძლიერება, ეს ამოცანა და მოთხოვნა ფაქტობრივად ვერ იქნა შესრულებული.

როდესაც აზრთა სხვადასხვაობა არსებობს, ბუნებრივია გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული ამ მთავარ პრინციპთან დაკავშირებით და შესაბამისად, მე ეს გადაწყვეტილება ამ სახით მივიღე. ორპოლუსიანობის დასრულების ეპოქა უნდა დაწყებულიყო ქართულ პოლიტიკურ ლანდშაფტში. იმის ილუზია, რომ უცებ ვიღაც შეიძლება გამხდარიყო პარტია, რომელიც პირდაპირ უმრავლესობით მოვიდოდა, არავის არ ჰქონდა. სურვილი მქონდა, რომ „ლელო“ გამხდარიყო სწორედ ის პარტია, რომელსაც მნიშვნელოვანი წილი, ძალიან დამოუკიდებელი პოზიციონირება ექნებოდა მოსახლეობის თვალში.

„ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამ ორმა საკმაოდ გამოცდილმა და ერთმანეთში ორპოლუსიანობის კარგი თამაშის უკვე მცოდნეებმა, შეძლეს სამწუხარო, რომ არამარტო „ლელო“, არამედ სხვა პარტიებიც მოექციათ თავიანთი თამაშის წესების ქვეშ - თამაშის წესის ფორმულირება ვერ შეძლო სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა, მათ შორის „ლელომაც“, არადა ამის ძალიან კარგი შანსი იყო. მე არ ვარ იმ დეპუტატებს შორის, რომელთაც მანდატი აქვთ აღებული და ამიტომ ეს იყოს ჩემის მხრიდან რაღაც თემა. მე ნამდვილად არ შევდივარ იმ 4 დეპუტატს შორის, რომლებიც „ლელოს“ პარტიიდან შეიძლება იყოს პარლამენტში, შესაბამისად გამორიცხულია ეს ვერსია. ყველაზე მთავარი - მე როდესაც „ლელოსთან“ ერთად ვიღებდი არჩევნებში მონაწილეობას - ეს იყო სწორედ ჩემის მხრიდან ძალიან მკაფიოდ დაფიქსირებული, რომ „წითელი ხაზები“ არსებობს ჩემთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის და გადის იმაზე, რომ არც „ქართულ ოცნებასთან“ და არც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არ უნდა ყოფილიყო ამ პარტიის თუნდაც ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც ვფიქრობ, რომ მოსახლეობის აღქმაში შექმნიდა სწორედ "რენომეს". შესაბამისად, აქ გვაქვს აცდენა სწორედ“, - განაცხადა კობერიძემ.

ცნობისთვის, ლევან კობერიძე პოლიტიკურ გაერთიანებას „ლელო საქართველოსთვის“ ტოვებს. ამის შესახებ პოლიტიკოსმა „ინტერპრესნიუსს“ ექსკლუზიურად განუცხადა.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება