ირაკლი აბუსერიძე - ჩვენთვის რეესტრის ეს განცხადება მნიშვნელოვანი არ არის, ჩვენ ველოდებით ჩვენს საჩივარზე იურიდიული დეპარტამენტის გადაწყვეტილებას

ირაკლი აბუსერიძე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განცხადებას ეხმაურება, რომელმაც მას საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტად რეგისტრაციაზე კვლავ უარი უთხრა.

ირაკლი აბუსერიძის განმარტებით, საჯარო რეესტრის დღევანდელი განცხადება სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მოწერილი ხელახალი პასუხია და მათთვის, მხოლოდ იურიდიული სამსახურის პასუხია მნიშვნელოვანი.

“ჩვენ გვქონდა 30 - დღიანი ვადა, რომ ხარვეზი გამოგვესწორებინა, ეს ხარვეზი გავასაჩივრეთ საჯარო რეესტრში და განიხილა იურიდიულმა სამსახურმა. ჩვენთვის ის არის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ეს იყო სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მოწერილი ხელახალი პასუხი. ჩვენთვის რეესტრის ეს განცხადება მნიშვნელოვანი არ არის, ჩვენ ველოდებით ჩვენს საჩივარზე იურიდიული დეპარტმენტის გადაწყვეტილებას. ხარვეზი არასწორად იყო დადგენილი, სამართლებრივად ჩვენ მყარი საფუძვლები გვაქვს და არანაირი პრობლემა არ არის, უბრალოდ ველოდებით საჯარო რეესტრის იურიდიული განყოფილების გადაწყვეტილებას, სადაც გვქონდა ზეპირი მოსმენა და ჩვენმა იურისტმა საჭირო დოკუმენტაციით და არგუმენტებით განმარტა ყველაფერი“, - აღნიშნა ირაკლი აბუსერიძემ.

შეგახსენებთ, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ირაკლი აბუსერიძეს რაგბის კავშირის პრეზიდენტად რეგისტრაციაზე კვლავ უარი უთხრა. სააგენტოს განმარტებით, უარის თქმის მიზეზი ისაა, რომ არც პრეზიდენტობის და არც გამგეობის წევრობის კანდიდატებს წესდებით მოთხოვნილი ხმების რაოდენობა არ მიუღიათ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა