სერგო ჩიხლაძე - დანაშაული იქნება, რომ მხოლოდ „კოვაქს“ პლატფორმაზე ვიყოთ ჩამოკიდებული - მთავრობამ აქტიურად უნდა იმუშაოს

დანაშაული იქნება, რომ მხოლოდ „კოვაქს“ პლატფორმაზე ვიყოთ ჩამოკიდებული, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებელის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

მან „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „რეზიუმე“ ვაქცინაციის პროცესზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მთავრობამ ამ კუთხით, კომპლექსურად უნდა იმუშაოს.

„კოვაქსი“ გეუბნება, რომ შენი მოსახლეობის მხოლოდ 20 %-ს დაგიკმაყოფილებ, ჩვენ 60% გვინდა. თუ მარტო „კოვაქსზე“ ხარ დამოკიდებული, ჯერ ერთი, 20 %-ს დიდი ხნის მერე მიიღებ და დანარჩენი 40 % „ფეხზე უნდა დავიკიდოთ“? - არა, ხომ. შენი მეგობარი ქვეყნის მთავრობას უნდა სთხოვო, მწარმოებელს, „კოვაქსიც“ შემოგეშველება და კომპლექსურად, აქტიურად უნდა იმუშაოს მთავრობამ. ამაზე გვაქვს პრეტენზია“, - განაცხადა ჩიხლაძემ.

მისივე თქმით, რჩება შთაბეჭდილება, რომ მთავრობა მხოლოდ „კოვაქს“ პლატფორმაზეა დამოკიდებული, რადგან მოლაპარაკებები ან კონტაქტები რომ ჰქონდეს მთავრობას, გაასაჯაროვებდა, რაც მოსახლეობაში სანდოობას შექმნიდა.

მისივე თქმით, ვაქცინა ქვეყანამ „უნდა შეაკოწიწოს“.

„ეს წელია კრიტიკული, 2022-2023 წელში, როდესაც გაჯერდება ბაზარი სხვადასხვა წარმოების ვაქცინებით, მერე ეს პრობლემა აღარ იქნება“, - განაცხადა მან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა