საფრანგეთში წყალდიდობის გამო ასობით ადგილობრივის ევაკუაცია განხორციელდა

საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში კოკისპირული წვიმების შედეგად ძლიერი წყალდიდობაა. ყველაზე მეტად დაზარალდა ზღვისპირა შარანტას დეპარტამენტის ქალაქი სენტი, სადაც მდინარე შარანტაში წყლის დონემ მნიშვნელოვნად იმატა და ახლომდებარე დასახლებები დატბორა.

სტიქიის გამო ასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ადგილობრივი ხელისუფება მოქალაქეებს დატბორილი სახლების დატოვებაში დაეხმარა.

სახანძრო სამსახურში აცხადებენ, რომ სენტში მათი დახმარებით 400-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, ხოლო კიდევ 800-მა ადამიანმა საკუთარი ძალებით დატოვა სახლები. საფრანგეთის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა 7 დეპარტამენტში წყალდიდობის საფრთხე გამოაცხადა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა