მამუკა მდინარაძე - უზრუნველყოფილი იქნება უმრავლესობის წევრების მაქსიმალური ჩართულობა ისტორიულ და უპრეცედენტო საარჩევნო რეფორმაში

„ქართული ოცნების“ ოფისში პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა დასრულდა.

როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან ერთად კიდევ ერთხელ გაიარეს საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული დეტალები.

მამუკა მდიანრაძის თქმით, უმრავლესობა მკაფიო მხარდაჭერას გამოხატავს საარჩევნო რეფორმის მიმართ, რომელმაც სტარტი დღეს აიღო.

ამასთან როგორც მდინარაძემ აღნიშნა, სამწუხაროა, რომ დღემდე არ მოუსმენიათ სხვა ოპოზიციური პარტიების დამოკიდებულება იგივე საკითხთან დაკავშირებით, იზიარებენ თუ არა ისინი პარტია „გირჩის“ პოზიციას და პირობას, საპარლამენტო ცხოვრებაში ჩართვასთან დაკავშირებით.

როოგორც მდინარაძე განმატავს, მმართველი გუნდი განიხილავს, მათ შორის უბარიერო სისტემასაც, თუმცა საჭიროა მყარი არგუმენტაცია.

„საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერით და თანხმობით, გვინდა გამოვხატოთ მკაფიო მხარდაჭერა იმ საარჩევნო რეფორმის მიმართ, რომელმაც სტარტი დღეს აიღო შესაბამისი სამუშაო ჯგუფის მიერ ამ საკითხთან დაკავშირებული პირველი შეკრებით. “ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან ერთად კიდევ ერთხელ გავიარეთ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული დეტალები, გავმართეთ დისკუსია, შესაბამისად, უზრუნველყოფილი იქნება უმრავლესობის წევრების მაქსიმალური ჩართულობა ამ ისტორიულ და უპრეცედენტო საარჩევნო რეფორმაში.

ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენი კოლეგებისგან ხშირად გვესმის პირობა, რომ თუკი ჩვენ დავთანხმდებით ნულოვან ბარიერს ყველა შემდგომი საპარლამენტო არჩევნებისთვის, ისინი შემოვლენ პარლამენტში და მუშაობას გააგრძელებენ. ხვდებით, რომ საუბარია „გირჩზე“. ისინი ასევე აცხადებენ, რომ ამ შემთხვევაში პარლამენტში სხვა პარტიებიც შემოვლენ, რაც იყო როგორც საჯაროდ ასევე პირად საუბრებში.

შეგახსენებთ, რომ მემორანდუმით, რომელიც არის ღია, ისედაც გვაქვს აღებული ვალდებულება, რომ საკმარისი მანდატების არსებობის შემთხვევაში საარჩევნო ბარიერი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის დაიწევს 0-დან 3 პროცენტამდე. ეს იმას ნიშნავს, რომ მმართველი გუნდი ამ ფარგლებში ყველა ვარიანტს განიხილავს, მათ შორის უბარიერო სისტემასაც, თუმცა ამავე ფარგლებში ნებისმიერ გადაწყვეტილებას სჭირდება მყარი არგუმენტაცია, რომელი ვარიანტია უკეთესი ქვეყნის გრძელვადიანი, დემოკრატიული და სტაბილური განვითარებისთვის.

სამწუხაროდ, ჩვენ დღემდე არ მოგვისმენია სხვა საპარლამენტო პარტიების დამოკიდებულება და პირობა იგივე საკითხთან დაკავშირებით, იზიარებენ თუ არა ისინი პარტია „გირჩის“ ამ პოზიციას და პირობას, საპარლამენტო ცხოვრებაში ჩართვასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, საზოგადოება იმსახურებს მათი პოზიციაც იცოდეს ამ საკითხზე“, - განაცხადა მდინარაძემ.

იხილეთ ვიდეო:მამუკა მდინარაძე - უზრუნველყოფილი იქნება უმრავლესობის წევრების მაქსიმალური ჩართულობა ისტორიულ და უპრეცენდენტო საარჩევნო რეფორმაში

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა