მამუკა მდინარაძე წულუკიანის მინისტრობაზე - მოვისმენთ მის პოზიციასაც და შემდეგ იქნება გადაწყვეტილება მიღებული

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, თეა წულუკიანის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრად შესაძლო დანიშვნის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

როგორც მან პარტიის ოფისში უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განმარტა, დღევანდელ შეხვედრაზე აღნიშნული საკითხი არ განხილულა, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება მასთან და გუნდთან ერთობლივად იქნება მიღებული.

„დღეს ამ თემაზე საუბარი არ ყოფილა, თუმცა იცით, რომ ერთ-ერთი საკითხია, რომელიც განიხილება. ჩვენი გუნდის წევრებმა რადგან დაადასტურეს, მეც იგივეს გავაკეთებ, თუმცა, ამასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არ არის. ეს დამოკიდებულია თვითონ კონკრეტულ ადამიანზე, შემდეგ გუნდზე. რა თქმა უნდა, მის სურვილზეც, ადამიანის სურვილის საპირისპიროდ რაღაც პოზიციაზე არ უნდა განიხილო. ჯერჯერობით ჩვენ ამ საკითხზე სიღრმისეულად არ გვიმსჯელია, მოვისმენთ მის პოზიციასაც და შემდეგ იქნება გადაწყვეტილება მიღებული“,-განაცხადა მდინარაძემ.

არსებული ინფორმაციით, კულტურის მინისტრად თეა წულუკიანი დაინიშნება.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს