ისრაელმა და საბერძნეთმა ვაქცინირებული მოქალაქეების მოგზაურობასთან დაკავშირებით შეთანხმება გააფორმეს

ისრაელმა და საბერძნეთმა ტურიზმის სფეროში თანამშრომლობასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს, რომელიც მათ ვაქცინირებულ მოქალაქეებს ფრენების განახლებისთანავე ორ ქვეყანას შორის შეზღუდვების გარეშე მოგზაურობის საშუალებას მისცემს.

„შეთანხმება საშუალებას გვაძლევს, ისრაელის ტურისტებს შვებულების საბერძნეთში ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე გატარების შესაძლებლობა მივცეთ. იმედი მაქვს, ისრაელიდან ტურისტებს საბერძნეთში რაც შეიძლება მალე ვუმასპინძლებთ,“- განაცხადა საბერძნეთის პრემიერ- მინისტრმა კირიაკოს მიჩოტაკისმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

ნეთანიაჰუს თქმით, ბერძენ კოლეგასთან შეხვედრაზე ვაქცინის სერთიფიკატის -"მწვანე პასპორტის"- საკითხი განიხილეს, რომელიც საშუალებას მისცემს ისრაელის ტურისტებს ფრენებზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნისთანავე თავისუფლად იმოგზაურონ საბერძნეთში.

"ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე. არავითარი იზოლაცია“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

ცნობისათვის, ისრაელში, რომლის მოსახლეობა, დაახლოებით, 9 მილიონს შეადგენს, 3.5 მილიონზე მეტი მოქალაქე უკვე აცრილია, საიდანაც 2 მილიონს ვაქცინის ორივე დოზა აქვს გაკეთებული. რაც შეეხება საბერძნეთს, ქვეყანაში, რომლის მოსახლეობა, დაახლოებით, 11 მილიონია, ბოლო მონაცემებით, 360 000 მოქალაქეა აცრილი.

იხილეთ ვიდეო: ისრაელმა და საბერძნეთმა ვაქცინირებული მოქალაქეების მოგზაურობასთან დაკავშირებით შეთანხმება გააფორმეს

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა