„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერიის მიერ, მუხრან მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, 10 თებერვალს წყალმომარაგების ახალ ქსელზე ჩატარდება გადაერთებითი სამუშაოები, რის გამოც აუცილებელია მაგისტრალური ქსელების წყლისგან დაცლა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან“ აცნობეს, აღნიშნულის გამო აბონენტების ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება.

“ხვალ, 10 თებერვალს დღის 12:00 საათიდან 11 თებერვლის დღის 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება საბურთალოს რაიონში: დიღმის მასივის I კვარტალს, ვაშლიჯვრის დასახლების მე-2ა, მე-3ა, მე-4 და მე-4ბ ზონებს. მაჭავარიანის, სარაჯიშვილის, გელოვანის, ემხვარის და მიმდებარე ქუჩებს. სოფელ დიღომში - მოციქულთასწორის ნინოს, გიორგი ბრწყინვალეს, ი. დოლიძის, დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის და მიმდებარე ქუჩებს. ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს თბილისის მერიის დაკვეთით ახორციელებს შპს “კომპანია ბლექ სი გრუპი”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა