გაერო - ჩრდილოეთ კორეამ 2020 წელს ბირთვული იარაღის პროგრამის განავითარება განაგრძო

ჩრდილოეთ კორეამ ბირთვული და ბალისტიკური რაკეტები 2020 წლის განმავლობაშიც განავითარა, რაც საერთაშორისო სანქციების დარღვევაა, - ამის შესახებ გაერო-ს ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ არის მომზადებული და რომლის შინაარსი რამდენიმე მედია საშუალებისთვის გახდა ცნობილი.

დოკუმენტის თანახმად, ჩრდილოეთ კორეამ პროგრამები კიბერშეტევის შედეგად მოპარული 300 მილიონი აშშ დოლარით დააფინანსა.

მოხსენებაში ასევე აღნიშნულია, რომ ჩრდილოეთ კორეამ სამხედრო აღლუმებზე წარადგინა ახალი მოკლე და საშუალო რადიუსის, წყალქვეშა და კონტინენტური ბალისტიკური რაკეტის სისტემები.

“მან (ჩრდილოეთ კორეამ) განაცხადა, რომ ემზადება ახალი ბალისტიკური რაკეტის ქობინების გამოსაცდელად და წარმოებისთვის, ასევე ტაქტიკური ბირთვული იარაღის განვითარებისათვის და განაახლა ბალისტიკური სარაკეტო სისტემის ინფრასტრუქტურა”, - ნათქვამია მოხსენებაში.

დოკუმენტის თანახმად, გასულ წელს, ჩრდილოეთ კორეამ და ირანმა შორი რადიუსის მოქმედების რაკეტების პროექტების განვითარებაზე თანამშრომლობა განაახლეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა