ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ლევან კობერიძესა და „ლელოს“ შორის ხედვებში ტაქტიკური განსხვავება იყო

„ლელოს“ წევრის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ლევან კობერიძესა და „ლელოს“ შორის ხედვებში ტაქტიკური განსხვავება იყო. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს პარტიიდან ლევან კობერიძის წასვლის შესახებ განუცხადა.

„სამწუხაროდ, ჩვენი პარტიული გზები გაიყო, მაგრამ, ვფიქრობ, რომ მიზანი ჩვენ და ლევანსაც, ძალიან ბევრ ადამიანს „ლელოს“ შიგნით და „ლელოს“ გარეთ აქვს ერთი და იგივე. ჩვენ ხედვებში ტაქტიკური განსხვავებები გვქონდა, ეს ხდება პოლიტიკაში. სამწუხაროა, ეს მოვლენა, მაგრამ მინდა, რომ მას საჯაროდაც წარმატები ვუსურვო“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის, ლევან კობერიძემ პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ დატოვა. შესაბამისი განცხადება მან გუშინ გააკეთა და აღნიშნა, რომ „ლელოს“ პოლიტიკურ პოზიციებთან თუ ნაბიჯებთან დაკავშირებით გარკვეული განსხვავება ხედვებში ჯერ კიდევ საარჩევნო კამპანიის მიწურულიდან დაიწყო.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა