ირანმა მოსახლეობის საყოველთაო ვაქცინაციის პროგრამა დაიწყო

ირანმა მოსახლეობის საყოველთაო ვაქცინაციის პროგრამა დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პირველ ეტაპზე პრიორიტეტი სამედიცინო სფეროს მუშაკებს მიენიჭებათ, შემდეგ კი ხანდაზმულებსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს აცრიან.

ირანის ჯანდაცვის მინისტრმა საედ ნამაკიმ განაცხადა, რომ ვაქცინაციის პროგრამა დღეს ქვეყნის მასშტაბით 636 ცენტრში დაიწყო. აღსანიშნავია, რომ პირველი ადამიანი, რომელსაც ირანში ვაქცინაცია ჩაუტარდა, საედ ნამაკის ვაჟი იყო.

ირანი ვაქცინაციის კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის, Sputnik V-ის გამოყენებით ახორციელებს. ამასთან, ქვეყანა კორონავირუსის ვაქცინის 4 მილიონ დოზას COVAX-ის პროგრამის ფარგლებშიც მიიღებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა