პრემიერი გუბერნატორებს - თითოეული საჯარო მოხელის ეფექტურად მუშაობა  უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ გლობალურ კონკურენციაში დაიკავოს ღირსეული ადგილი და ამ ბრძოლიდან გამოვიდეს გამარჯვებული

რაც შეეხება ეკონომიკურ აღდგენას, ძირითადი მიზანი არსებული შეზღუდვების შემსუბუქების გახლავთ ის, რომ ქვეყანა მზად უნდა იყოს უახლოეს პერიოდში დაიწყოს სრულფასოვანი ვაქცინაცია. აქაც რეგიონულ მართვას ექნება უაღრესად დიდი მნიშვნელობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გუბერნატორებთან შეხვედრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით როგორც ლოგისტიკური, ისე სხვა საკითხები ადგილზე სრულად უნდა კონტროლდებოდეს სახელმწიფო რწმუნებულების მიერ.

„მოგეხსენებათ, ტექნოლოგიურად სხვადასხვა სახის ვაქცინა არსებობს. სხვადასხვა სახის ვაქცინას სჭირდება სხვადასხვა სახის ტემპერატურული რეჟიმი და კიდევ ბევრი სხვა კომპონენტი როგორც ლოგისტიკის, ასევე დროის მართვის და ა.შ. ეს ყველაფერი ადგილებზე სრულად უნდა კონტროლდებოდეს თქვენს მიერ. კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ განსაკუთრებით წელს, 2021 წელს როდესაც საქართველო, ისევე როგორც რეგიონის ქვეყნები, ისევე როგორც მსოფლიო გლობალური პანდემიის და მისგან გამოწვეული გლობალური ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლისთვის ემზადება ყველას უნდა გვესმოდეს, რომ თითოეული საჯარო მოხელის ეფექტურად მუშაობა არის უაღრესად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ ამ გლობალურ კონკურენციაში დაიკავოს ღირსეული ადგილი და გამოვიდეთ ამ ბრძოლიდან გამარჯვებული. აქ თქვენს მუშაობას ექნება ძალიან დიდი მნიშვნელობა,“- მიმართა პრემიერ-მინისტრმა გუბერნატორებს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა