გენადი არველაძის განცხადებით, საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტირებული პროდუქტის 90%-მდე ადგილობრივადაა წარმოებული

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, გენადი არველაძის განცხადებით, საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტირებული პროდუქტის 90%-მდე ადგილობრივადაა წარმოებული.

როგორც გენადი არველაძემ ევროპასთან ინტეგრაციისა და დარგობრივი კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, 2020 წელი ძალიან წარმატებული იყო ევროკავშირის ბაზარზე სოფლის მეურნეობის პროდუქტის ექსპორტის მიმართულებით.

„სოფლის მეურნეობის მიმართულებით 2020 წელი იყო ძალიან წარმატებული, 26 %-ით გაიზარდა სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე, რაც იყო უპრეცედენტო ზრდა. ევროკავშირში 90% -მდე სულ საქართველოში ნაწარმოები პროდუქტი გადის, შესაბამისად, ამ შეთანხმებით მიღებული სარგებლის ბენეფიციარი არის ქართველი და საქართველოში წარმოებული პროდუქტი. ეს არის მნიშვნელოვანი მაშინ, როცა დსთ-ს ბაზარზე 50% რეექსპორტია და 50% ექსპორტი,“- განაცხადა არველაძემ.

მინისტრის მოადგილემ დეპუტატებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების 2020 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში გააცნო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა