თავდაცვის მინისტრმა ესტონეთის ელჩს უმასპინძლა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ესტონეთის რესპუბლიკის ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ საერთო ინტერესებზე დაფუძნებული ნაყოფიერი თანამშრომლობა გაგრძელდება და კიდევ უფრო გაღრმავდება.

"შეხვედრაზე საუბარი შეეხო თავდაცვის სფეროში სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის სამხედრო განათლებისა და კიბერუსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობას. ხაზი გაესვა ეროვნულ გვარდიასა და ესტონეთის თავდაცვის ლიგას შორის კავშირების გაღრმავების მნიშვნელობას. მხარეებმა მიმოიხილეს რეგიონული და მსოფლიო უსაფრთხოების საკითხებიც",-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა