გიორგი სახოკია - ძალისხმევას  არ დავიშურებ, რათა  გურიის მოსახლეობის და რეგიონის მნიშვნელოვანი გამოწვევები მაქსიმალურად ეფექტურად და სწრაფად გადავჭრათ

მზად ვარ, რომ არ დავიშურო ძალისხმევა, რათა, გურიის მოსახლეობის და რეგიონის მნიშვნელოვანი გამოწვევები მაქსიმალურად ეფექტურად და ოპერატიულად გადავჭრათ, - ამის შესახებ გურიის ახალმა გუბერნატორმა, გიორგი სახოკიამ განაცხადა.

მისი თქმით, ის კარგად იცნობს გურიის რეგიონს, იქ არსებულ პრობლემებს, გამოწვევებს და იმ პროექტებს, რომელიც მიმდინარეობს.

„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის. ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა და ასევე დიდი პატივია ამ თანამდებობაზე ჩემი კანდიდატურის წარდგენა. საკმაოდ კარგად ვიცნობ გურიის რეგიონს, იქ არსებულ პრობლემებს, გამოწვევებს და იმ პროექტებს, რომელიც მიმდინარეობს ან მიმდინარეობდა უახლოეს წარსულში. განსაკუთრებული ყურადღება მინდა გავამახვილო მიმდინარე პანდემიით გამოწვეულ პრობლემებზე და იმ კრიზისზე, რომელიც პანდემიამ შექმნა, გაათმაგებული მუშაობა გვჭირდება იმისათვის, რომ დავუბრუნდეთ ნორმალური ცხოვრების რიტმს და პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას. მზად ვარ, რომ არ დავიშურო ძალისხმევა, რათა, გურიის მოსახლეობის და რეგიონის მნიშვნელოვანი გამოწვევები მაქსიმალურად ეფექტურად და ოპერატიულად გადავჭრათ. მზად ვარ კომუნიკაციისთვის როგორც თითოეული მოქალაქის, ასევე მედიის მიმართ და მზად ვარ ერთობლივი ნაყოფიერი მუშაობისთვის“, - განაცხადა გიორგი სახოკიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა