საფრანგეთის საელჩომ, ათეა-ს ორი ქვეყნის ქალაქებს შორის დაძმობილების ინიციატივით მიმართა

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციას (NALAG), საქართველოში საფრანგეთის საელჩომ, ორი ქვეყნის ქალაქებს შორის დაძმობილების ინიციატივით მიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ათეა, როგორც ქვეყნის 64-ვე მუნიციპალიტეტის გამაერთიანებელი ქოლგა ორგანიზაცია, რომელიც იცავს წევრი მუნიციპალიტეტების ინტერესებს, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე, საფრანგეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, ყველა მუნიციპალიტეტს - საფრანგეთისა და საქართველოს ქალაქებს შორის, იურიდიული და სოციალური ხელშეკრულების ფორმით ურთიერთობების ჩამოყალიბებას სთავაზობს.

ათეა-ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის- ნათია ღვინაშვილის განცხადებით, აღნიშნული ინიციატივა, ხალხთა შორის მეგობრობის გაღრმავების ხელშეწყობასა და თანამშრომლობას ემსახურება.

„ასეთი თანამშრომლობა, საქმიანობის სხვადასხვა, მათ შორის ტურიზმის, მრეწველობის, კულტურისა თუ სხვა მიმართულებებით პარტნიორობის გაღრმავების საუკეთესო საშუალებაა და იმედს გამოვთქვამ, რომ ქართული მუნიციპალიტეტები აღნიშნულ ინიციატივას შეუერთდებიან“-განაცხადა მან.

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია, არაერთი წელია, წარმატებით თანამშრომლობს მრავალ საერთაშორისო ორგანიზაციასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპულ გაერთიანებებთან. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, ათეა ხელს უწყობს ადგილობრივი დემოკრატიის განვითარებასა და კვალიფიციური მომსახურების მიწოდებას წევრი მუნიციპალიტეტებისთვის.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა