ანრი ოხანაშვილი - გარკვეულ ოპოზიციურ პარტიებს სურთ ისე წარმოაჩინონ, რომ რაღაც ხდება "ქართულ ოცნებაში" - საკუთარ პარტიებს მიხედონ

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების მხრიდან არის მცდელობები, წარმოაჩინონ, რომ "ქართულ ოცნებაში" რაღაც ხდება. კითხვაზე, “გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი კობახიძე და გიორგი გახარია ერთმანეთს შეხვდნენ, სადაც კობახიძემ გახარიას გადადგომა მოსთხოვა", ოხანაშვილი პასუხობს, რომ ასეთი საკითხები ღიმილისმომგვრელია.

"ასეთი საკითხები ღიმილისმომგვრელია. მესმის, არის მცდელობები გარკვეული ოპოზიციური პარტიების მხრიდან, სურთ, ისე წარმოაჩინონ, რომ რაღაც ხდება "ქართულ ოცნებაში", მაგრამ საკუთარ პარტიებს მიხედონ. იზრუნონ იმაზე, რომ პარტიული დემოკრატია განავითარონ, იზრუნონ, რომ საკუთარი ამომრჩევლის ინტერესი გამოხატონ. "ქართული ოცნება" არის ძალა, რომელმაც შეძლო და მესამე ვადით გააგრძელა ხელისუფლებაში ყოფნა ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერით. ჩვენ მივუყვებით გზას, რომელიც უკავშირდება, პირველ რიგში, პანდემიას",- განაცხადა ოხანაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა