ჯანმო - კორონავირუსის ადამიანზე გადასვლის ყველაზე მეტად სავარაუდო გზა შუალედური მასპინძელი სახეობების საშუალებით გადაცემაა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექპერტთა ჯგუფის წევრები, რომლებიც უხანში კორონავირუსის წარმოშობის წყაროს შესასწავლად ჩავიდნენ, აცხადებენ, რომ მათ ვირუსის ადამიანზე გადასვლის ორი ძირითადი სცენარი გამოავლინეს.

”ჩვენი თავდაპირველი დასკვნების თანახმად, შუამავალი მასპინძელი სახეობების საშუალებით გადაცემა ყველაზე მეტად სავარაუდოა“, - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა პიტერ ბენ ემბარკმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, ადამიანებში ვირუსის გადასვლის მეორე სავარაუდო გზა გაყინული პროდუქციით ვაჭრობაა.

ემბარკმა ასევე აღნიშნა, რომ არსებობს კიდევ ერთი ჰიპოთეზა, რომლის თანახმადაც, ვირუსი ცხოველებიდან ადამიანებზე პირდაპირ გადავიდა.

”ვირუსის ცხოველიდან ადამიანის პოპულაციაში პირდაპირი გადასვლის ჰიპოთეზა ასევე არის შესაძლო გზა და მომავალი კვლევების ჩატარებისთვის რეკომენდაციას იძლევა“, - განაცხადა ჯანმო-ს ექსპერტმა.

მისივე თქმით, არსებობს ვირუსის ადამიანში გადასვლის კიდევ ერთი ჰიპოთეზა, ვარაუდი ვირუსის ლაბორატორიიდან გაჟონვის შესახებ, თუმცა ის „უკიდურესად ნაკლებსავარაუდოა“.

ცნობისათვის, კორონავირუსის წარმოშობის დასადგენად ჩინეთის ქალაქ უხანში რამდენიმე კვირის წინ ჩასულმა ექსპერტებმა დღეს პირველი პრესკონფერენცია გამართეს და განაცხადეს, რომ მათ მიერ ჩატარებულმა მოკვლევამ ახალი ინფორმაციის მოძიება შესაძლებელი გახადა, მაგრამ კოვიდ 19-ის ეპიდაფეთქების სურათი მკვეთრად არ შეუცვლია.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს