სამხრეთ კორეაში კორონავირუსზე ტესტს კატებსა და ძაღლებს ჩაუტარებენ

სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში კორონავირუსზე ტესტს კატებს და ძაღლებსაც ჩაუტარებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ქალაქის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ტესტი მხოლოდ სიმპტომების მქონე შინაურ ცხოველებს ჩაუტარდებათ და დადებითი პასუხის შემთხვევაში მათ მეპატრონეების სახლებში იზოლაციაში გადაიყვანენ.

სამხრეთ კორეის დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე შინაური ცხოველიდან ვირუსის ადამიანზე გადაცემის შემთხვევები არ დაფიქსირებულა, ამიტომ ცხოველების სპეციალურ დაწესებულებებში იზოლაცია საჭირო არ არის. თუმცა, თუ მეპატრონე ავად არის, ან ჰოსპიტალიზებულია და შინაური ცხოველის მოვლა არ შეუძლია, კატას ან ძაღლს, რომელსაც ვირუსი დაუდასტურდება, საკარანტინო დაწესებულებაში გადაიყვანენ.

შეგახსენებთ, რამდენიმე კვირის წინ სამხრეთ კორეაში, ერთ-ერთ რელიგიურ დაწესებულებაში კორონავირუსი კნუტს დაუდასტურდა. ვარაუდობენ, რომ კნუტს ვირუსი ინფიცირებული დედა-შვილისგან გადაედო.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა