მარია ზახაროვა - დასავლეთის ქვეყნების რუსეთთან დაკავშირებული ისტერია მოსკოვის პოლიტიკურ კურსს ვერ შეცვლის

რუსეთის პოლიტიკა არ არის დამოკიდებული საგარეო მოთამაშეთა მხრიდან განხორციელებულ ზეწოლაზე, დასავლეთის ქვეყნების მოსკოვთან დაკავშირებული ისტერია მის პოლიტიკურ კურსს ვერ შეცვლის, -ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

"მოდით, ყურადღება არ გავამახვილოთ ამ ისტერიაზე როგორც ისეთ რამეზე, რამაც შეიძლება ჩვენი პოლიტიკა შეცვალოს. ჩვენი პოლიტიკა არ ყალიბდება იმის მიხედვით, თუ ვის სურს ჩვენი დაზარალება, ზიანის მოყენება და ა.შ.", - აღნიშნა ზახაროვამ.

მისი თქმით, გერმანიიდან, შვედეთიდან და პოლონეთიდან რუსი დიპლომატების გამოძევება უპრეცედენტო ფაქტი არ არის.

„ეს წლებია, ათწლეულების, საუკუნეების განმავლობაში გრძელდება. ხალხი, და მე ვგულისხმობ ჩვენს კოლექტიურ დასავლეთს, საკუთარ ინტერესებს იცავს. როდესაც მათ არ აქვთ სამართლიანი კონკურენციის გაწევის შესაძლებლობა, რომელიც კანონს, კანონმდებლობას, საერთო წესებს დაეფუძნება, ისინი გადადიან აგრესიულ პოლიტიკაზე ", - განაცხადა მარია ზახაროვამ.

შეგახსენებთ, რუსეთმა 5 თებერვალს შვედი, პოლონელი და გერმანელი დიპლომატები პერსონა ნონ გრანტად გამოაცხადა და ქვეყნის საგარეო უწყებამ ამის მიზეზად ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერ არასანქცირებულ საპროტესტო აქციაში მათი მონაწილეობა დაასახელა. მოსკოვის ქმედების საპასუხოდ, გერმანიამ, პოლონეთმა და შვედეთმა თავიანთი ქვეყნებიდან თითო რუსი დიპლომატი გააძევეს.

რამაზ საყვარელიძე - თუ „ქოც/ნაცებმა“ მიაღწიეს საწადელს, ისევ დატოვეს ამომრჩეველი ორ პოლუსს შორის, მაშინ არაფერი შეიცვლება, ამ კინოსაც ის დასასრული ექნება, რაც ადრინდელ კინოებს ჰქონდათ
ქართული პრესის მიმოხილვა 23.09.2021
დიმიტრი შველიძე - ახლა პოლიტიკური ელიტა იდეებისაგან დაცლილია, ფულის ფაქტორი გადამწყვეტია, სოციალური პოლარიზაცია უძლეველია და კაცმა არ იცის, ელექტორატის უმრავლესობა ვის უჭერს მხარს
„ვითიბი“ ბანკმა ილუზიების მუზეუმის გასახსნელად 700,000 ლარის ოდენობის სესხი გასცა
ვლადიმერ პაპავა - საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია
საქართველოს უნივერსიტეტი ვაქცინაციის პროცესში ჩაერთო
შპს „ლუკოილ-ჯორჯიამ“ კომპანია „უნიგრუპის“ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა