გიგა ბოკერია - ილუზიაა, თუ ვინმეს გულწრფელად ჰგონია, რომ მხოლოდ დაწერილი კანონების გაუმჯობესებით და ტრადიციის შენარჩუნებით, რომ კანონები შეგიძლია „ფეხებზე დაიკიდო“, ვითარებას უკეთესობისაკენ შეცვლი

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, საარჩევნო კანონებს, ბარიერს, ადმინისტრაციასა და რეგულაციებს არსებითი მნიშნელობა აქვს და მათი გაუმჯობესება ქვეყნისთვის კარგია.

ამასთან, ბოკერიას თქმით, ეს ყველაფერი მხოლოდ იმ შემთხვევაში არ არის აზრს მოკლებული, თუ წესების დაცვის ტრადიცია არსებობს.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, საჭიროა როგორც დაწერილი წესების გაუმჯობესება, ასევე ტრადიციის შეცვლა, რომ „შეგიძლია კანონის ფეხებზე დაკიდება“, თუმცა ისინი მხოლოდ ერთ პაკეტში უნდა განხორციელდეს.

„გარდა მცირე გამონაკლისებისა, ყველას გაცნობიერებული აქვს, რომ კანონებს, რომლებიც ქაღალდზე წერია, საარჩევნო წესებს, მათ შორის რამხელაა ბარიერი, როგორია საარჩევნო ადმინისტრაცია და რეგულაციები, აქვს არსებითი მნიშვნელობა და აქ გაუმჯობესება არის ქვეყნისთვის კარგი, ოღონდ ეს ყველაფერი მხოლოდ იმ შემთხვევაში არ არის აზრს მოკლებული, თუ არსებობს ტრადიცია ამ წესების დაცვის. ის პრობლემები, რაც შეეხებოდა ჩაყრას და მერე გადაღებულ ინციდენტებზეც კი ჩაყრის, რომელიც მარნეულში იყო, არგამოძიება საქმის, ამომრჩევლების მოსყიდვას კოვიდის დროს, უტიფრად, სისხლის სამართლის კამპანიის დაწყებას გარეჯის საქმეზე, ეს კანონით კი არ არის დაშებული, პირიქით, კანონით აკრძალულია, კანონის იგნორირებით ხდება ეს ყველაფერი.

ამიტომ, ილუზიაა, თუ ვინმეს გულწრფელად ჰგონია, რომ მხოლოდ დაწერილი კანონების გაუმჯობესებით და იმ ტრადიციის შენარჩუნებით, რომ კანონები შეგიძლია ფეხებზე დაიკიდო, შეცვლი ვითარებას უკეთესობისაკენ. აქ საჭიროა ამის კომბინაცია, არ დაშვება პრეცენდენტის, რომ კანონის დარღვევით შეგიძლია ძალაუფლება შეინარჩუნო , ძალადობით, ჩაყრით, მოსყიდვით და სისხლის სამართლის დევნის პოლიტიკურად გამოყენებით, ეს პროცესი არ უნდა დავუშვათ და რათქმაუნდა, წესებიც უნდა გააუმჯობესო, ოღონდ ეს მხოლოდ ერთ პაკეტში“, - განაცხადა ბოკერიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა