„თბილისი ენერჯი“ – წყნეთში, მთავარ მომმარაგებელ გაზსადენზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა

წყნეთში, მთავარ მომმარაგებელ გაზსადენზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა. „თბილისი ენერჯის“ ცნობით, დედაქალაქის უსაფრთხო გაზმომარაგება კომპანიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

კომპანიის ინფორმაციით, აშენდა ახალი, 1 კმ–ზე მეტი სიგრძის თანამედროვე გაზსადენი, რაც წყნეთის გაზმომარაგებას გაცილებით უსაფრთხოს გახდის. მათი ინფორმაციით, სამუშაოები უკვე დასრულებულია და ახალ ქსელზე გადართვა ხუთშაბათს, 11 თებერვალს დაიწყება.

როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, სამუშაოების გამო, გაზმომარაგება დროებით შეიზღუდება.

„აღნიშნული სამუშაოების გამო, 11 თებერვლის დილის 09:00 საათიდან გაზმომარაგება დროებით შეუწყდება წყნეთში– დავით აღმაშენებლის, მაია წყნეთელის, სააკაძის, სტალინის (ახლ. ამილახვარის), საირმის, გორკის, თამარ მეფის, ლესელიძის, კოსტავას, ორბელიანის, რუსთაველის, ქ. წამებულის, ვაჟა-ფშაველას, გრიშაშვილის, თევდორე მღვდლის, ჩოლოყაშვილის, ფიროსმანის, ტაბიძის, არსენას, ჭავჭავაძის ქუჩებისა და ჭავჭავაძის მიმდებარედ – ქეთქეთების დასახლების, ასევე სატყეო უბნის, ვაშლის ბაღის ტერიტორიასა და მწვანე ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობას, წყნეთის ,,ა" ზონა, 12კ, წყნეთის ,,ბ" ზონა, ,,გ" ზონა, 2კ, 3კ, ეკ. კორპ. 1, წყნეთში – თამარ მეფის ქ. 17, 25, 42-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების, ასევე წყნეთი – აფხაზეთის, ახალდაბის, გაგრის, გორგასლის, გრიშაშვილის, გორკის, გურამიშვილის, თამარ მეფის ქუჩის, ჩიხისა და შესახვევის, ილიკო სუხიშვილის, იაკობ გოგებაშვილის, სააკაძის, იფნის-ბარის, რუსთაველის, სატყეოს, ქ. წამებულის, ყაზბეგის, ცეკავშირის დას., წერეთლის, მაია წყენთელის ქუჩისა და შესახვევების, ე. წ. ,,ვაშლის ბაღები"-ს ტერიტორიის, ნუშის ბაღების ტერიტორიაზე, წყნეთის ,,ა" ზონის (სამთავრობო ზონის), წყნეთის "ბ" ზონისა და სოფ. ახალდაბაში მცხოვრებ კერძო სექტორის მოსახლეობას, ასევე გაზმომარაგება შეუწყდება # 118-ე საბავშვო ბაგა-ბაღს, სსიპ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სააგენტოს (საქსტატი), გონაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლას, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის განყოფილებას, წმ. ნინოს სახელობის ეკლესიას, კოპალას, სს ,,ნიკორას", ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ,,ტანვარჯიშის განვითარების სპორტულ ცენტრს", დიდგორის რაიონის გამგეობის შენობასა და ასევე წყნეთის ტერიტორიაზე განთავსებულ სხვა მცირე კომერციულ ობიექტებს. დაახლოებით 4500 აბონენტს.

გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება იმავე დღეს 17:00 სთ-დან და სრულად აღდგება 21:00–საათამდე“,-აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა