გენადი არველაძე - ყველა რეგლამენტს, რომელმაც შეიძლება ბიზნესზე  გავლენა იქონიოს, წინასწარ მათთან ერთად განვიხილავთ და ისე ვიღებთ გადაწყვეტილებას

ყველა რეგლამენტს, რომელმაც შეიძლება ბიზნესზე გავლენა იქონიოს, წინასწარ მათთან ერთად განვიხილავთ და ისე ვიღებთ გადაწყვეტილებას , - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ საქართველოს პარლამენტში გამართული საკომიტეტო მოსმენის შემდეგ მედიასთან საუბრისას, სადაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ" შეთანხმების (DCFTA) 2020 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ ანგარიში განიხილეს.

მისი თქმით, ბიზნესთან უშუალო კონსულტაცია პანდემიამდეც ჰქონდათ, სამინისტროში შექმნილია DCFTA - ის საკითხებზე საკონსულტაციო ჯგუფი, რომელშიც ჩართულია ყველა დაინტერესებული მხარე, მათ შორის, ბიზნეს ასოციაციები და სექტორული გაერთიანებები.

ყველა რეგლამენტს, რომელმაც შეიძლება იქონიოს გავლენა ბიზნესზე, წინასწარ მათთან ერთად განვიხილავთ და ვითვალისწინებთ მათ გამოწვევებს, შექმნილ რეალობას და შემდეგ ვიღებთ გადაწყვეტილებებს ამოქმედების ვადებთან დაკავშირებით", - აღნიშნა არველაძემ.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ასეთი ტრადიცია 2021 წელსაც გაგრძელდება.

„ჩვენ იმპლემენტაციის ვადების განსაზღვრას ბიზნესთან კონსულტაციით მოვახდენთ, მაგრამ, ამავე დროს, გვაქვს შეთანხმებით აღებული ვალდებულებები, რომელიც დროშია გაწერილი. ვფიქრობ, აღნიშნულ ვადებში აუცილებლად ჩავეტევით, მაგრამ რეალობიდან გამომდინარე, ბიზნესთან კონსულტაციას აუცილებლად გავმართავთ," - განაცხადა გენადი არველაძემ.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა