თავდაცვის მინისტრი საქართველოში უკრაინის ელჩს შეხვდა

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს იგორ დოლგოვს შეხვდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინელ დიპლომატთან საუბრისას ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ არსებულ გეგმებზე გაამახვილა ყურადღება.

მხარეებმა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებიც მიმოიხილეს.

„თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ამ მიმართულებით საქართველო-უკრაინის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობა მნიშვნელოვანია. ირაკლი ღარიბაშვილმა და იგორ დოლგოვმა ქვეყნებს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის სხვადასხვა საკითხებზეც იმსჯელეს, მათ შორის ხაზი გაესვა საქართველოში დაგეგმილ საერთაშორისო სწავლებებში უკრაინელი სამხედროების მონაწილეობის მნიშვნელობას, სამხედრო განათლების სფეროში, ასევე, დაჭრილი სამხედროების რეაბილიტაციის კუთხით თანამშრომლობის გაგრძელებას“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა