შსს - ევროკომისიის ანგარიშში საუბარია უვიზო მიმოსვლის წარმატებულად გაგრძელების მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებზე

ევროკომისიამ საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ევროკავშირის სააგენტოებთან Europol, CEPOL და Frontex-თან თანამშრომლობის გაღრმავება. აღნიშნულ ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ანგარიშში ასევე საუბარია უვიზო მიმოსვლის წარმატებულად გაგრძელების მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებზე, როგორიცაა რეადმისიის კუთხით წარმატებული თანამშრომლობა, 2021 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედებული საკანონმდებლო ცვლილება, რომლის შესაბამისად უვიზოდ მოგზაურობისთვის აუცილებელი დოკუმენტაცია და პირობები დამატებით საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტზეც მოწმდება.

„დამატებით, ანგარიშში შეფასებულია შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე რეფორმები, მათ შორის საპოლიციო და საპროკურორო ფუნქციების გამიჯვნა, თანამედროვე საპოლიციო მეთოდების - საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობისა და ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის დანერგვა, ორგანიზებული და კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და საერთაშორისო სამართალდაცვითი თანამშრომლობის გაძლიერება.

ევროკომისიის მიერ ასევე, აღნიშნულია სამოქალაქო დაცვის საკითხებზე ევროკავშირის შესაბამის მექანიზმთან (UCPM) თანამშრომლობის გაძლიერების კუთხით გატარებული ღონისძიებები.

ევროკომისიისთვის, ისევე როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის 2021 წელს პრიორიტეტულია საქართველოს კანონში „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ განხორციელებული ცვლილების ეფექტიანი განხორციელება“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა