ჟოზეფ ბორელი რუსეთს აფრთხილებს, რომ ალექსეი ნავალნის დაპატიმრების გამო შესაძლოა ახალი სანქციების წინაშე აღმოჩნდეს

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელი რუსეთს აფრთხილებს, რომ ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის დაპატიმრების გამო შესაძლოა ახალი სანქციების წინაშე აღმოჩნდეს.

მან ევროპარლამენტში სიტყვით გამოვლისას პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ხელისუფლებას უწოდა ულმობელი, ავტორიტარული და რომ დემოკრატიის ეშინია.

აქვე ბორელმა განაცხადა, რომ მოსკოვში მისმა ვიზიტმა გაამყარა შეხედულება იმის შესახებ, რომ რუსეთს სურს დაშორდეს ევროპას და გაყოს დასავლეთი.

„რუსეთის ხელისუფლება შემაშფოთებელი ავტორიტარიზმისკენ მიექანება. როგორც ჩანს, დემოკრატიული ალტერნატივების განვითარების ადგილი იქ თითქმის არ არსებობ. ისინი დაუნდობლები არიან ამგვარი მცდელობების ჩასახშობად. რუსეთი ცდილობს ჩვენს გაყოფას”, - განუცხადა მან ევროპარლამენტს და აღნიშნა, რომ მას სჯერა, კრემლი დემოკრატიას ეგზისტენციალურ საფრთხედ განიხილავს.

ბორელის თქმით, ევროკავშირი იმყოფება რუსეთთან ურთიერთობის გზაჯვარედინზე და მოსკოვთან ურთიერთობის საკითხის განხილვა მოხდება ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს სხდომაზე, რომელიც თებერვალში გაიმართება, ასევე მარტში, ევროპის საბჭოში.

„წევრი ქვეყნები გადაწყვეტენ, როგორი იქნება შემდგომი ნაბიჯები. მე წამოვწევ კონკრეტულ წინადადებებს, ინიციატივის დაყენების უფლების გამოყენებით, როგორც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი“ , - განაცხადა ბორელმა.

მისი თქმით, ევროკავშირის მხრიდან საჭიროა გადამწყვეტი მოქმედებები დეზინფორმაციის, კიბერთავდასხმის და შესაძლო ჰიბრიდული გამოწვევების წინააღმდეგ. მანვე აღნიშნა, რომ ყველა სირთულის მიუხედავად, „აუცილებელია სივრცის შენარჩუნება ოფიციალური ურთიერთობისთვის, რომელიც ჩვენსავე ინტერესებშია“.

„რუსეთი რჩება ჩვენ ყველაზე დიდ მეზობლად. უნდა ვიპოვოთ საშუალება იმისთვის, რომ თავიდან ავირიდოთ მუდმივი კონფრონტაციები“ , - აღნიშნა უმაღლესმა კომისარმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო