აშშ-ის სენატმა დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესის გაგრძელებას მხარი დაუჭირა

აშშ-ის სენატმა ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი კონსტიტუციურად ცნო და მის გაგრძელებას მხარი დაუჭირა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, იმპიჩმენტის პროცესის გაგრძელების სასარგებლოდ 56-მა სენატორმა მისცა ხმა, მათ შორის 6-მა „რესპუბლიკელმა“, წინააღმდეგი კი - 44 აღმოჩნდა.

დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი რამდენიმე საათის წინ დებატებით გაიხსნა იმასთან დაკავშირებით, იძლევა თუ არა აშშ-ის კონსტიტუცია იმის უფლებას, რომ ყოფილი პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი მისი თანამდებობიდან წასვლის შემდეგ გაიმართოს.

იმპიჩმენტის პროცესი კონსტიტუციურად მხოლოდ ექვსმა „რესპუბლიკელმა“ სენატორმა მიიჩნია და შესაბამისად, მის გაგრძელებას დაუჭირა მხარი, რაც ბევრად ნაკლებია 17-ზე, ანუ „რესპუბლიკელი“ სენატორების იმ რაოდენობაზე, რაც საჭიროა იმისთვის, რომ დონალდ ტრამპი ბრალდებულად სცნონ და იმპიჩმენტი გამოუცხადონ.

ყოფილი პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი კონსტიტუციურად შემდეგმა „რესპუბლიკელმა“ სენატორებმა ცნეს: მიტ რომნიმ, ბენ სასემ, ბილ კესიდიმ, ლისა მურკოვსკიმ, პატ ტუმიმ და სუზენ კოლინსმა.

დონალდ ტრამპს ბრალი 6 იანვრის ამბოხის წაქეზებაში ედება, რომლის დროსაც მისი მომხრეები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ. 14 იანვარს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა. ტრამპი პირველი პრეზიდენტი გახდა აშშ-ის ისტორიაში, რომელსაც იმპიჩმენტი ორჯერ გამოუცხადეს.

იხილეთ ვიდეო:აშშ-ის სენატმა დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესის გაგრძელებას მხარი დაუჭირა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა