ესპანეთში კოვიდინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 3 მილიონს გადააჭარბა

ესპანეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 16 402 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 3.01 მილიონს მიაღწია, - შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კოვიდ 19-ს ესპანეთში კიდევ 766 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 63 000-ს გადააჭარბა.

ესპანეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია Pfizer-სა და Moderna-ს ვაქცინებით მიმდინარეობს და ამ დრომდე 1.87 მილიონი ადამიანია აცრილი.

ესპანეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კომისიამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ AstraZeneca-ს ვაქცინით, რომელიც ქვეყანაში გასული კვირის პარასკევს 18-დან 55 წლამდე ასაკის პირებში გამოყენებისთვის დაამტკიცეს, პირველ რიგში იმ მოქალაქეებს აცრიან, რომლებიც სამუშაო ადგილზე კოვიდ 19-ით დაინფიცირების მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან.

იხილეთ ვიდეო:ესპანეთში კოვიდინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 3 მილიონს გადააჭარბა

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა