აშშ-ში კოვიდინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ კომბინირებული ანტისხეულების თერაპიის გამოყენების ნებართვა გასცეს

აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ ფარმაცევტული კომპანია Eli Lilly-ს კომბინირებული ანტისხეულების თერაპიის კორონავირუსის სამკურნალოდ გადაუდებელი გამოყენების ნებართვა გასცა, - ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

„ეს თერაპია ნებადართულია კოვიდ -19-ის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ფორმების სამკურნალოდ 12 წლიდან პაციენტებში, რომლებიც კორონავირუსის მძიმე ფორმის განვითარების და / ან ჰოსპიტალიზაციის რისკის ქვეშ იმყოფებიან,“ - აცხადებენ კომპანიაში.

The Guardian-ი წერს, რომ თერაპიაზე ჩატარებული კლინიკური ცდის შედეგების თანახმად, Eli Lilly-ს კომბინირებულმა თერაპიამ, რომელიც ორი პრეპარატის, ბამლანივიმაბი და ეთესევიმაბის კობმინირებულ გამოყენებას გულისხმობს, კოვიდინფიცირებულ პაციენტებში ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილის რისკი 70% -ით შეამცირა.

იხილეთ ვიდეო:აშშ-ში კოვიდინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ კომბინირებული ანტისხეულების თერაპიის გამოყენების ნებართვა გასცეს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა