ერდოღანი - თურქეთი მთვარეზე პირველ მისიას 2023 წელს განახორციელებს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ ეროვნული კოსმოსური პროგრამის ფარგლებში მთვარეზე პირველ მისიას 2023 წელს განახორციელებენ.

“პირველი მისია მთვარეზე განხორციელდება ჩვენი ეროვნული და აუთენტური ჰიბრიდული რაკეტით, რომელიც გაეშვება ორბიტაზე 2023 წლის ბოლოს საერთაშორისო თანამშრომლობით”, – განაცხადა მან.

გამოცემა Reuters-ის ინფორმაციით, გასულ თვეს ერდოღანი კომპანია Tesla-სა და SpaceX-ის დამაარსებელს ილონ მასკს სამომავლო თანამშრომლობის შესახებ ესაუბრა. ამასთან, იანვარში თურქეთმა დედამიწის ორბიტაზე თანამგზავრი Turksat 5A გაიყვანა, 2021 წლის მეორე კვარტალში Turksat 5B-ს გაშვებას გეგმავს.

იხილეთ ვიდეო:ერდოღანი - თურქეთი მთვარეზე პირველ მისიას 2023 წელს განახორციელებს

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს