ჯანმო - გასული კვირის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 17%-ით შემცირდა

გასული კვირის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები წინა კვირასთან შედარებით 17%-ით შემცირდა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ.

ჯანმო-ს მონაცემებით, გასული კვირის განმავლობაში მსოფლიოში, საერთო ჯამში, კოვიდ 19-ის 3.1 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც გასული წლის ოქტომბრის ბოლო კვირის შემდეგ უმცირესი მაჩვენებელია.

გასული კვირის განმავლობაში ყველაზე მეტი, 871 365 შემთხვევა აშშ-ში გამოვლინდა, რაც ქვეყანაში წინა კვირაში გამოვლენილ შემთხვევებთან შედარებით 19%-ით ნაკლებია.

ინფიცირების შემთხვევების რაოდენობის მიხედვით მეორე ადგილზე იყო ბრაზილია, მესამეზე - საფრანგეთი, მეოთხეზე - რუსეთი, მეხუთეზე კი - გაერთიანებული სამეფო.

იხილეთ ვიდეო:ჯანმო - გასული კვირის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 17%-ით შემცირდა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა