საფრანგეთმა კორონავირუსთან დაკავშირებით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა 1-ელ ივნისამდე გაახანგრძლივა

ფრანგმა კანონმდებლებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტს, რომელიც კორონავირუსთან დაკავშირებით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის 1-ელ ივნისამდე გაგრძელებას ითვალისწინებს.

CNN-ის ინფორმაციით, კანონი საშუალებას აძლევს მთავრობას, კოვიდ 19-ის გავრცელების შემცირების მიზნით შეზღუდვები, მათ შორის „ლოქდაუნი“, ქვეყნის მასშტაბით აამოქმედოს.

აღსანიშნავია, რომ საფრანგეთში დაწესებული საგანგებო მდგომარეობის ვადა 16 თებერვალს იწურებოდა.

საფრანგეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 18 870 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 724 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანაში, პანდემიის დაწყების დროიდან, 3 360 235 ადამიანი დაინფიცირდა, აქედან ვირუსს 80 000-ზე მეტი ინფიცირებულის სიცოცხლე ემსხვერპლა.

იხილეთ ვიდეო:საფრანგეთმა კორონავირუსთან დაკავშირებით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა 1-ელ ივნისამდე გაახანგრძლივა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო