კახა კალაძის განცხადებით, ტრანსპორტში პირბადის გარეშე ასვლის მცდელობის 524 ფაქტი გამოვლინდა, 3 790 მგზავრს გაფრთხილება მიეცა, ერთ შემთხვევაში პოლიციის გამოძახებაც გახდა საჭირო

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის გარეშე ასვლის მცდელობის 524 ფაქტი გამოვლინდა, 3 790 მგზავრს კი პირბადის ტარებასთან დაკავშირებით გაფრთხილება მიეცა.

როგორც კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პირბადის ტარების თაობაზე დაწყებული დაპირისპირების გამო ერთ შემთხვევაში საპატრულო პოლიციის გამოძახებაც გახდა საჭირო.

„524 მგზავრი საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის გარეშე ეცადა ასვლას, რაც ჩვენი თანამშრომლების მხრიდან აღკვეთილი იქნა. 3 790 მგზავრს მიეცა გაფრთხილება პირბადის ტარებასთან დაკავშირებით. მათ ძირითადად ცხვირზე არ ჰქონდათ პირბადე აფარებული. საპატრულო პოლიციის გამოძახება დაგვჭირდა ერთხელ. იყო დაპირისპირება პირბადის არგაკეთების გამო. ერთხელ კი არ დაიძრა ავტობუსი იმის გამო, რომ მგზავრი ამ მოთხოვნებს არ ემორჩილებოდა. მადლობა მინდა გადავუხადო, ვინც ეხმარება ჩვენს თანამშრომლებს. თვითონ მგზავრებიც ამ პროცესში აქტიურად არიან ჩართულები და თვითონ მოითხოვენ პირბადის გაკეთებას იმ ადამიანების მხრიდან, ვინც ცდილობს პირბადის გარეშე ავიდეს საზოგადოებრივ ტრანსპორტში ან მიზანმიმართულად არ იკეთებს პირბადეს. ეს სერიოზულ გაღიზიანებას იწვევს მგზავრებში და როგორც გითხარით იყო კონფლიქტური სიტუაციაც. თუმცა ეს კეთდება იმისთვის, რომ დავიცვათ ერთმანეთი. ჩემი თხოვნა იქნება, მაქსიმალურად იქნეს გათვალისწინებული ეს მოთხოვნები, იმიტომ, რომ ყველაფერი კეთდება, რათა დავიცვათ მოქალაქეები“,- განაცხადა კალაძემ.

იხილეთ ვიდეო:კახა კალაძის განცხადებით, ტრანსპორტში პირბადის გარეშე ასვლის მცდელობის 524 ფაქტი გამოვლინდა, 3 790 მგზავრს გაფრთხილება მიეცა, ერთ შემთხვევაში პოლიციის გამოძახებაც გახდა საჭირო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა