ვლადიმერ პუტინი - რუსეთის საგარეო უწყებას საერთაშორისო მშვიდობის უზრუნველყოფაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს

რუსეთის საგარეო უწყებას საერთაშორისო მშვიდობის უზრუნველყოფაში, ისევე როგორც საერთაშორისო ­და რეგიონალური საკითხების მოგვარებაში, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც მან „დიპლომატების დღესთან“ დაკავშირებით გაავრცელა.

„რუსეთის საგარეო პოლიტიკის უწყებას უფლება აქვს იამაყოს თავისი მდიდარი ისტორიით. წინამორბედების მიერ დამკვიდრებული დიდებული ტრადიციების საფუძველზე, რუსი დიპლომატები ეროვნული ინტერესების დაცვის წინა ხაზზე რჩებიან, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ საერთაშორისო მშვიდობის უზრუნველყოფასა და რეგიონალური და გლობალური საკითხების მოგვარებაში,“ - აცხადებს პუტინი.

მისი თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს „აქტიურმა და თანმიმდევრულმა“ ძალისხმევამ მთელ რიგ პრობლემურ ადგილებში „სიტუაციის სტაბილიზება შესაძლებელი გახადა“ და „უცხოელი პარტნიორების უმეტესობასთან რუსეთის კონსტრუქციული თანამშრომლობა გააძლიერა.“

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა