რუსეთმა ალექსეი ნავალნის თანაგუნდელის დაკავების საერთაშორისო ორდერი გასცა

რუსეთმა ალექსეი ნავალნის თანაგუნდელზე, ლეონიდ ვოლკოვზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 28 იანვარს საგამოძიებო კომიტეტმა ლეონიდ ვოლკოვის წინააღმდეგ უკანონო ქმედებებისკენ არასრულწლოვნების წაქეზებასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

გამოძიების მტკიცებით, არსებობს ვიდეომასალა, სადაც ვოლკოვი არასრულწლოვნებს მოუწოდებს, არასანქცირებულ აქციაში მიიღონ მონაწილეობა.

ვოლკოვმა ქვეყანა 2019 წლის ზაფხულში დატოვა და ამჟამად რუსეთში არ იმყოფება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა